ბლოგი ეკოლოგიის შესახებ

რაჭაშიც ძალიან ცუდი სიტვაციაა ეკოლოგიის მხრიივ რაც ძალიაან მწყინს რადგაან ისეთ კუთხე როგორიცაა რაჭა საშინელებაა დაინახო ესეთი სურათი.

ვიცი ძალიან ცუდი გოგო ვარ და ამას ვაღიარებ რამდენი ხანია აღარ დამიწერია მართლა მცხვენია უბრალოდ რაღაც ახალი ამბები მოხდა ჩემს თავს ბაზალეთზე ვიყავი წასულიიი დასასვენებლად ახალი ადამიანები გავიცანი ისე მოხდა, რომ ვეგარ მოვახერხე ჩემს ბლოგზე დამეწერა. ეხლა კი ვწერ იმიტომ რომ დაგემშვიდობოთ დასასვენებლად მივდივარ რაჭაში ვეცდები როგორმე მოვხვდე ინტერნეტთან და მოგიკითხოთ.. ყველანი ძალიან მიყვარხარრთ და ბედნიერი ვარ, რომ თქვენ მყავხართ..!

მოგეხსენებათ 5 ივნისი არის გარემოს დაცვის დღე..მინდა “მწვანე რუსთავის” სახელით ყველას მიულოცო დღევანდელი დღე.ვისურვებ, რომ გვეცხოვროს ძალიან კარგ და სუფთა გარემოში…დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია თითვეული ადამიანისთვის რადგან სუფთა გარემოში ცხოვრება ჩვენს ჯამთელობას უწყობს ხელს… გაუფრთხილდეთ ბუნებას და გვახსოვდეს, რომ ბუნება ჩვენმა წინაპრებმა კი არ გამოგვცეს არამედ შვილებისგან გვაქვს ნასესხები, მათაც სჭირდებათ კარგი და სუფთა გარემო…

როგორ ხართ? რამოდენიმე დღეა არ დამიწერია და უკვე ძალიან მომენატრეთ..:)
მიუხედავად იმისა რომ რუსთავს აწუხებ ეკოლოგიური პრობლემები,ქალაქში მაინც არის ისეთი ადგილი სადაც ადამიანი შეძლებს დასვენებას. მინდა გაჩვენოთ ფოტოები რუსთავის პარკის თუ რა კარგი და მშვიდი სიტვაციაა გარემო არ არის დაბინძურებული.მეგობრები წავედით და თქვენთვის მოვამაზადე რამოდენიმე ფოტო რათა ნახოთ რომ რუსთავს მიუხედავად დიდი ეკოლოგიური პრობლებისა მაინც აქვს ლამაზი ადგილები სადაც შეძლებთ დასვენებას…

დღეს ქალაქ რუსთავის ევრო სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის სამშენებლო სამუშაოების გახსნის ცერემონია გაიმართა. ცერემონიას, რომელსაც აღნიშნული მშენებლობის მწარმოებელი თურქული კომპანია „GOKSIN“- მასპინძლობდა, მხარისა და ქალაქის პირველი პირები, საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე, თურქეთის ელჩი საქართველოში ლევენტ მურატ ბურჰანი და პროექტში მონაწილე და პარტნიორი ორგანიზაციებისა და კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მშენებლობის გახსნის სიმბოლური ცერემონიის დაწყებამდე, მოწვეულთა წინაშე სიტყვით, ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე წარსდგა. როგორც მან აღნიშნა, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთის მხრივ აშენდება ევრო სტანდარტების შესაბამისი, კომფორტული ნაგავსაყრელი და მეორეს მხრივ, აღარ იარსებებს გარემოს დაბინძურების საფრთხე. „დღეს მნიშვნელოვანი მშენებლობის დაწყების მომსწრენი ვართ, მოხარული ვარ, რომ მოკლე ხანში, რუსთავსა და გარდაბანს თანამედროვე ნაგავსაყრელი ექნება. ჩვენმა პარტნიორებმა: „ბრიტიშ პეტროლიუმმა“ და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დიდი წვლილი შეიტანეს პროექტის განხორციელებაში, რაზეც მადლობა მინდა გადავუხადო, ვიმედოვნებ, სექტემბერიდან მოსახლეობას უკვე შეეძლება ახალი ნაგავსაყრელით სარგებლობა“– განაცხადა მან. სიტყვით გამოვიდა თურქეთის ელჩი საქართველოში ლევენტ მურატ ბურჰანიც, მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და თურქული პროექტები საქართველოში მომავალშიც გაგრძელდება. ხოლო კომპანია GOKSIN პროექტების მენეჯერმა ეფთალ კოკლუმ მოკლედ ისაუბრა კომპანიის ისტორიასა და გამოცდილებაზე და სტუმრებს დეტალურად გააცნო პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები. ახალი ევრო სატნადრტების შესაბამისი ნაგავსაყრელი „ქალაქ რუსთავის მყარი ნარჩენების მართვის პროექტის ფარგლებში“ აშენდება და მყარი ნარჩენების მართვის გაუმჯობესებას, ნარჩენების გადამუშავებასა და დახარისხებას გარემოზე მავნე ზემოქმედებისა და ეკოლოგიური დაბინძურების გარეშე უზრუნველყოფს.

უკვე რუსთავში რამდენჯერმე გავიგე სხვადასხვა აქციების შესახებ ინფორმაცია და თითქმის ყველა ეკო აქციას მოიცავს.. ძალიან მახარებს ხალხის ესეთი ყურადღება ეკოლოგიაზე და იმ დიდ პრობლემაზე რასაც ქვია გარემოს, ჰაერის დაბინძურება.ამის შესახებ ხვალ რუსთავში ტარდება ღონისძიება “ეკო ბორბალი” ეს აქცია მოიცავს სუფთა ტრასპორტით სიარულს ანუ ამ ღონისძიებაში მონაწილე ბავშვები უნდა მივიდნენ როლიკებით,ველოსიპედით,ფეხით და სხვა…(სამწუხაროდ მე ვერ ვახერხებ წასვლას )შემდეგ ღონისძიებაზე იქნება პატარ-პატარა შეჯიბრებები და ყველა სკოლას სლოგანი უნდა ქონდეს ეკოლოგიასთან დაკავშირებით…
კარგია ესეთი აქციები და ბავშვების ჩართულობა, წარმატებები !!!

სკოლაში ყოველ თვე ვატარებთ შაბათობას.. დღესაც გაკვეთილების შემდეგ ჩავედით ეზოში და დავასუფთავეთ ჩვენი სკოლის ეზო …აქციაში მთლიანი სკოლა მონაწილეობდა ,დავასუფთავეთ სკოლის ტერიტორია…..

ალბათ ყველას გქონიათ ბედნიერი დღეები ცხოვრებაში ..მეც მაქვს ესეთი დღეები ეს არის ბათუმში გატარებული დაუვიწყარი დრო.. სამი დღე ძალიან კარგ და ნიჭიერი ადამიანებთან ერთად …!პიველი დღე როდესაც ჩავედით იყო ცოთათი დაძ აბული მაინც ერთმანეთს კარგად არ ვიცნობდით და გახსნილებიც არ ვყოფილვართ თუმცა მეორე დღეს როდესაც გვქონდა ქალბათონი ლიას მიერ ჩატარებული ტრენინგები გავიხსენით უფრო დავახლოვდით მთლიანი გუნდი შეიკრა რომლებსაც ერთი მიზანი ქონდა. სიტყვებით ვერ ავხსნი ისეთი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა …ნანა,დოდკა,სანდრო,ქალბატონი ლია,ბერდია ეს ადამიანები ამ სამი დღის განმალობაში გვექცეოდნენ როგორც ჩვენი თანატოლი მეგობრები..! ძალიან თბილი სიტვაცია იყო..ამ სამი დღის განმალობაში შევიძინე ძალიან ბერი რამ, ადამიანები რომლებიც გახდნეენ ჩემთვის ძვირფასები ყველანი ძალიან შემიყვარდა,.ბოლო დღე ყველაზე დაძაბული აღმოჩნდა ჩემთვის ბავშვებთან გამომშვიდობება ღამე ჩემს ოთახში ვიჯექი და ცრემლები მომდიოდა იმდენად მიჩვიე, ამ ყველაფრისგან გამომშვიდობება თუმცა დამშვიდობება ხომ ახალ შეხვედრამდეა მე ბედნიერი ვარ რომ ისევ აქ ჩემს ბლოგზე ვრჩები ეხლა ვიწყებ უფრო კარგ და საპასუხისმგებლო საქმეს ახალ თაობის დახმარებას…მთავარია მომეცა იმის ბედნიერება რომ მოვხვდი ამ პროექტში გავიმარჯვე და შევიძინე ისეთი ადამიანები როგორებიც თქვენ ყველა ხართ..ყველანი ძალიან ძალიან მიყვარხართ გკოცნით ბევრს თქვენი თამო კობახიძე…

გილოცავთ ბზომას ამ დიდ დღესასწაულს ჩემო კარგებო ყველაფერს კარგს და საუკეთესოოს გისურვებთ ….!!! უფალი გფარავდეთ.

Tag Cloud

Follow

Get every new post delivered to your Inbox.