ბლოგი ეკოლოგიის შესახებ

:)))….!

მართალია ბევრი პოსტი დაიწერა იმის შესახებ რომ ბუნებას,გარემოს ადამიანების დიდი ნაწილი არ იფრთხილდება თუმცა მაინც მოიძებნებიან ისეთი ადამიანებიც რომლებსაც ანაღვლებთ ეკოლოგიური პრობლემები და რომლებიც უვლიან ბუნებას ან თვითონ რგავენ ნერგებს და ქმნიან პატარა ბაღს.რომელიც თავის ცხოვრების ნაწილი ხდება …ერთი ადამიანი დამიკავშირდა და მითხრა რომ მას აქვს ბაღი რუსთავში, სადაც უამრავი სახეობის ხე აქვს დარგული და დაგვპატიჟა. რათა გვანახოს თავისი ბაღი ახლო მომავალში ვესტუმრები მას და აუცილებლად გაჩვენებთ თქვენც… :) )

სამხრეთ კორეულმა არქიტექტურულმა კომპანიამ Samoo Architecture-მ შეიმუშავა Eden Project ეკოპარკის პროექტი. ეკოლოგიის ნაციონალური ინსტიტუტისათვის ეს იქნება დიდი სამეურნეო კვლევითი ცენტრი, რომლის მიზანია შეისწავლოს ეკოლოგიური სისტემა და შეიმუშავოს მათი შენახვის მეთოდები…

ამ ცენტრის მოედანმა უნდა შეადგინოს 33 ათასი კვ.მ. აქ ინება ღია მოედნები და სათბურები, ასევე დიდ თაღიანი შენობები. შიგნით გააშენებენ კორეულ ეგზოტიკურ ნარგავებს.

სამეცნიერო კვლევითი ცენტრი შეიქმნება ადგილობრივი ცოცხალი ბუნების პოპულარიზაციის მიზნით. მისი ამოცანაა მიიზიდოს დამთვალიერებლები და დაიცვას გარემო გამოფენების პროგრამების მეშვეობით…

როგორც იქნა, თავისუფლდება ჩვენი ქალაქი „მკვდარი, ერთფეროვანი ქალაქის“ იარლიყისაგან, რომელსაც ათეული წლის განმავლობაში მოთმინებით ირგებდა. ქალაქმა, რომელიც წლების წინ ადამიანებისთვის დეპრესიასთან ასოცირდებოდა, საქართველოს პრეზიდენტიც სასიამოვნოდ გააოცა. მის მიერ წარმოთქმული სიტყვები “როგორ იცვლება და ლამაზდება რუსთავი“ თითოეული რუსთაველის გულს ალბათ მალამოდ ედება. ნარინჯისფერი ქურთუკებით შემოსილი ადამიანები, გადათხრილი გზები, სხვადასხვა ტექნიკა…ეს ყველაფერი ქალაქის სხვადასხვა უბანში ყოველდღიურად გვხდება, წვიმასა თუ ქარში.. მაგრამ უკვე ყველა ხვდება, რაღაც კი არ გაფუჭდა, არამედ კეთდება..სულ უფრო იშვიათად გაისმის უკმაყოფილო ადამიანთა ხმამაღლა ნათქვამი რეპლიკა „ამ ქალაქს ხომ პატრონი არ ყავს“… ამ ქალაქს რომ პატრონი ჰყავს, ამას ალბათ ყველაზე პესიმისტურად განწყობილი რუსთაველიც კი აცნობიერებს…..

რუსთავის ხელმძღვანელობამ როგორც იქნა გარემოსაც დაუთმო ყურადღება და ისინი ამბობენ რომ: – ჩვენ ვცდილობთ მივაღწიოთ იმას, რომ რუსთავი ვაქციოთ მწვანე ქალაქად. ყველამ ვიცით, რომ ქალაქი ამ მხრივ სერიოზულ პრობლემებს განიცდიდა. წინა კვირაში ჩავატარეთ გამწვანების აქცია „გააუმჯობესე შენი გარემო“, რომლის ფარგლებში 100– მდე სხვადასხვა ჯიშის ნერგი დაირგო რუსთავში. მსგავსი აქციები პერმანენტული ხასიათის იქნება. თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ძალისხმევით უნდა მივაღწიოთ იმას, რომ რუსთავს ყველაზე მწვანე ქალაქის იმიჯი შევუქმნათ. ცხადია, ბორჯომს ბუნებრივი გარემო პირობებიდან გამომდინარე ვერ შევეჯიბრებით, მაგრამ ხელოვნურად გაშენებული პარკები, გაზონები და სკვერები მნიშვნელოვნად გაალამაზებს . ქალაქის გარკვეულ ნაწილზე ჩვენ მოვახერხეთ სარწყავი სისტემის აღდგენა, თუმცა ეს მცირედია. სრულ აღდგენას დიდი ინვესტიციები სჭირდება და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ქალაქს ჰქონდეს სარწყავი სისტემა. ეს აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ რუსთავი გახდეს ერთ–ერთი ყველაზე მოვლილი და გამწვანებული ქალაქი. 

ყველამ კარგად ვიცით საიდან აღმოვჩნდი აქ  …სოციალური მედია სკოლებში ატარებდა კონკურს რომელშიც სულ შემთხვევით მივიღე მონაწილეობა,ვზივარ გაკვეთილზე, ჩემი მასწავლებელი შემოდიის და მეუბნება რომ ესეთი პროექტია, თუ მიიღებ მონაწილეობას თან აპლიკაციის ფორმაც მომიტანა დავთანხმდი შემდეგ შევავსე ეს ფორმა და გადავაგზავნე..თუ გავიდოდი შემდეგ ტრენინგები მექნებოდა  2 დღე… როდესაც გავაგზავნე ეს ფორმა, მასწავლებელს ვეუბნებოდი აქ მაინც გავიდე და გამარჯვებაზე არც მიფიქრია (სისულელედ მიმაჩნდა : დ ) გავიდა რამოდენიმე დღე,  უკვე ისეთი პერიოდია ზაფხული ივლისის თვე იწყება  დასასვენებლად ვაპირებ წასვლას და ერთ  დღეს რეკავს ტელეფონი ავიღე და გაიმართა დიალოგი: გამარჟობა თამუნა კობახიძე ხარ? კი მე ვარ… “თქვენი გამოგზავნილი ინფორმაციას გავეცანით და თქვენ გაივლით ორი დღით ტრენინგს თბილიში”.  ძალიან გამეხარდა და ჩემი წასვლაც გადავდე .. შემდეგ ტრენინგები გვქონდა თბილიში, რუსთაველ მონაწილეებს. გავიცანით ძალიან კარგი ადამიანები რომლებმაც დაგვანახეს და გვასწავლეს შენი საქმე კარგად და ხარისხიანად როგორ უნდა აკეთო. მოკლედ ძალიან კმაყიფილები ვიყავით ყველა.. შემდეგ შევქმენით ბლოგები სხვადასხვა თემატიკის შესახებ და ყველაფერი მაშინ დაიწყო……….დამთავრდა ტრენინგები მოვედი სახლში და მქონდა ბლოგები რომლის შექმნა,გაკეთება,პოპულარიზაცია მე მევალობოდა ..რამოდენიმე დღე მქონდა სანამ ქალაქიდან გავიდოდი მანამდე ვწერდი რაღაც-რაღაცეებს ეკოლოგიურ  პრობლემებზე და შემდეგ მივატოვე ჩემი ბლოგი  წავედი რამოდენიმე თვით…გავიდა ზაფხული და ისევ დაუბრუნდი ჩემს ბლოგს აი მაშინ კი სულ სხვანაირი მუშაობა დავიწყე ბლოგზე სხვადასხვა თემებს და პოსტებს ვწერდი, კომენტარებს რიცხვი იმატებდა. დავიწყე აქტივობების  ჩატარება  დასუფთავების აქცია,გამწვანების შემდეგ ეს აქციები ტრადიციად მექცე თითქმის ყოველ თვე ვატარებდით მე და ჩემი მეგობრები შემდეგ იყო მერიისგან ნაჩუქარი  ნერგები,მოსახლეობასთან საუბარი,პიარ აქციები, სხვადასხვა ასაკის ადამიანებთან ინტერვიუ, გამოფენა სკოლაში “ბავშვების თვალით დანახული გარემო” და ასე შემდეგ ამას დამატებული კიდევ სხვადასხვა პოსტები ჩემი დაწერილი და ინტერნეტის გამოყენებით ნელ-ნელა ემატებოდა მნახველი ჩემს ბლოგს შემდეგ ჩემს სკოლაში ყველა მეკითხებოდა როგორაა  შენი ბლოგის საქმე,ფორუმზე შევდივარ და ჩემი ბლოგს განიხილავენ, ამკობენ კარგი და ლამაზი სიტყვებით ეს ყველაფერი ძალიან დიდ სტიმულს მაძელვდა კიდევ ის რომ ყოველ თვე  რეიტინგები რომელშიც 1 დგილს ვიკავებდი 10 თვის განმალობაში… ეს ყველაფერი იმდენად ჩემი გახდა კომპიუტერთან დიდ დროს ვატარებდი ვცდილობდი, რომ ჩემი ბლოგი საინტერესო ყოფილიყო მკითხველისთვის…არსებობენ ადამიანები რომლებიც ჩვენს ასეთ შრომას თუ როგორ გინდათ ისე დაარქვით აფასებდნეენ …ეს პროექტი უნდა დამთავრებულიყო მარტში და ასეც მოხდა.. სკოლიდან მოვედი შევდივარ facebookshi  და ვხედავ წარწერას გამარჯვებული ბლოგები(ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ დავრწმუნდი რომ შეიძლება ყველაფერი მოხდეს თუ რაიმე მოინდომე) შევედი და დავინახე ჩემი ბლოგიი… ვერ აგიხსნით ეს რამხელა სიხარული იყოოოო…ძალიან კარგია როცა შენი შრომით მოიპოვებ გამარჯვებას…დიდი მადლობა ჩემო საყვარელო მკითხველო, თქვენი დამსახურება ჩემი ეს გამარჯვება თქვენ მიფასებდით ჩემს ყოველ პოსტს,ვიდეოს,ფოტოს და ასე შემდეგ.. მე ვამაყობ ჩემი ბლოგით “მწვანე რუსთავი” !!!

გარემოს დაცვა გულისხმობს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნებას და გარემოს არსებული დაზიანებების აღმოფხვრას. აქ წინა პლანზე დგას ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანის შეზღუდვა.

ცხოველთა და ბუნების დაცვისაგან განსხვავებით, გარემოს დაცვა კონცენტრირდება არა გარკვეული ლანდშაფტების ან ცალკეული საფრთხეში მყოფი ცხოველებისა თუ მცენარეების დაცვაზე, არამედ ზრუნავს ბუნებრივი სასიცოცხლო საფუძვლების ერთი მთლიანობის შენარჩუნებაზე ყველა ცოცხალი არსების კეთილდღეობისათვის.გარემოს დაზიანების ნაციონალური და რეგიონალური შედეგების მაგალითებია: ცხოველთა და მცენარეთა სახეობების გადაშენება, ნიადაგის მოწამვლა, ნიადაგის ეროზია, ნაგვის ( ნარჩენების) მთები, ჰაერში მომწამლავი ნივთიერებების შემცველობის ზრდა, მძიმე მეტალებითა და პესტიციდებით დაბინძურებული საკვები და ზრდადი ხმაური… დღევანდელი გარემო პირობების გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაგვარია: ინდუსტრიული წარმოებისას იხარჯება ნედლეული და ენერგია, წარმოებისას წარმოიქმნება ნარჩენები, ნარჩენი პროდუქტები წამლავენ წყალს, ჰაერს და ნიადაგს, თანამედროვე სოფლის მეურნეობა იყენებს უზარმაზარ მიწის ფართობებს, მიწის განოყიერებისათვის და მცენარეთა დასაცავად გამოყენებული ქიმიური საშუალებები წამლავენ ნიადაგს და წყალს, მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდა იწვევს არა მარტო შიმშილს და სიღარიბეს, ასევე გარემოს განადგურებას, რადგან მეტ ადამიანს მეტი საცხოვრებელი სივრცე და მეტი საკვები სჭირდება. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყნების მოსახლეობა გაცილებით მეტად აზიანებს გარემოს, ვიდრე ღარიბი ქვეყნების მოსახლეობ.განვითარებად ქვეყნებში გარემოს საფრთხეში ჩაგდება ხშირად ეკონომიური იძულებითაა გამოწვეული. ერთის მხრივ ტყიანი მასივების დიდი ფართობების ჩეხვა საძოვრებისა და სახნავ-სათესი ფართოებების მისაღებად, რომელებიც მონოკულტურების მოსაყვანად გამოიყენება, მეორეს მხრივ კი – გარემოსათვის მავნე საწარმოების “დასახლებით”, რომელებიც ინდუსტრიულ ქვეყნებში ნებადართულიც კი არ არის.

როგორც იქნა ხვალ ჩემს ჩანაფიქრს განვახორციელებ…! სკოლაში მოვაწყობ გამოფენას,  ჩემი სკოლის მოსწავლეების V, VII,IX კლასის შესრულებულ ნახატებით…დავალება ასეთი  იყო, უნდა დაეხატათ  ბუნების პეიზაჟი.ნახევარ ფორმატზე კარგ დგომარეობაში,გალამაზებული,გაყვავებული და ნახევარ ფორმატზე განადგურებული და დაბინძურებული …ბავშვებით დიდი პასუხოსმგებლობით  მიუდგნენ დავალებას და ძალიან კარგი ნახატები შეასრულეს … გამოფეზანე აუცილებლად გამოვავლენთ გამარჯვებულებს …თუ როგორ და რანაირად მოხდება ეს ყველაფერი ამას სულ მალე იხილავთ…!

გამიჩნდა კითხვა …. თუ კაცი ყოველი დღის ნახევარს ტყეში ყოფნასა და მის მოსიყვარულებაზე დახარჯავს, უსაქმურის სახელს დაიმკვიდრებს, ხოლო თუკი იგი, როგორც საქმოსანი, გაკაფავს ტყესა და გაატიტვლებს მიწას – შრომისმოყვარე და მეწარმე მოქალაქედ ჩაითვლება… რატო ხდება ეს ესეე? რატომ არის საზოგადოების აზრი ესეთი? რატომ ითვლება ისეთი დამიანები საქმის მკეთებლები რომლებიც მომავალ თაობას უნადგურებენ მომავალს მათ მომავალს კაფავენ… ჩემი აზრით ადამიანი რომელიც აცნობიერებს რომ ეს ქვეყანა მამებმა კი არ გადმოგვცეს, არამედ შვილთაგან გვაქვს ნათხოვარი ,მას სხვა დამოკიდებულება აქვს ბუნების,გარემოს მიმართ…რაც უფრო ვძარცვავთ ბუნებას, მით უფრო მცირდება ჩვენი არჩევანი, სანამ არ დაგვრჩება ერთადერთი – ბრძოლა გადარჩენისათვის…!!!

გლობალური დათბობა, ბოლო პერიოდში, საყოველთაოდ ცნობილი ტერმინი გახდა. ეს საკითხი, მართლაც, აქტუალურია. ბოლო 40 წლის განმავლობაში ამ თემამ წინა პლანზე წამოიწია. ცოცხალ ორგანიზმთა სუნთქვისა და საწვავის წვის შედეგად ატმოსფეროში ნახშირორჟანგი გამოიყოფა. ნახშირორჟანგი, მეთანი, აზოტის ჟანგეულები, წყლის ორთქლი და ზოგიერთი სხვა გაზი ატმოსფეროში დაგროვებისას ისეთივე როლს თამაშობს, რასაც სათბურში მინა: ისინი დაუბრკოლებლად ატარებენ სინათლის სხივებს, რომელთაც დედამიწა შთანთქავს, მაგრამ არ ატარებენ დედამიწის მიერ გამოსხივებულ სითბოს. ამ მოვლენას, „სათბურის ეფექტიუწოდეს. „სათბურის ეფექტისგამო დედამიწის საშუალო წლიური ტემპერატურა 0,3-0,6 გრადუსით გაიზარდა. მეცნიერების ვარაუდით, მოსალოდნელია მისი შემდგომი მატება. ეს მოვლენა გლობალური დათბობის სახელით არის ცნობილი.რეალურად საქმე გვაქვს მზის აქტივობასთან, ეს ბუნებრივი მოვლენაა. გლობალურ დათბობაზე ყველაზე მეტად რეაგირებს მყინვარები. ეს კი განაპირობებს მყინვარების უკან დახევას და სხვა ბევრ თანამდევ მოვლენას. ძველად, საქართველოსა და სხვა ქვეყნების მყინვარებს საკმაოდ დიდი ფართობი ეჭირათ, მაგრამ დღეს ზოგიერთი მათგანი საერთოდ აღარ არსებობს. ჩვენ, გეოგრაფიის ინსტიტუტი და გეოგრაფები, ვმუშაობთ საქართველოს მყინვარების შესწავლაზე. ასევე მუშაობდა ინტასის საერთაშორისო პროექტი, რომელიც სწავლობდა კავკასიონისა და ევროპის მყინვარების მდგომარეობას, როგორ რეაგირებენ ისინი გლობალური დათბობის ფონზე. არსებობს საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი პროექტი, რომელიც ახლაც მიმდინარეობს რაჭაში და სულ მალე დასრულდება. კვლევები ცხადყოფს, რომ მყინვარები მართლაც უკან იხევს. მდგომარეობა რთულია, რადგან წყლის რესურსები მცირდება. საქართველოში, ამ საკითხის კვლევების ფონზე, გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ ძალიან დიდი კატასტროფა გველის. გადაჭარბებული ნათქვამია ისიც, რომ მალე მდინარეები ადიდდება, ერთბაშად აიწევს მსოფლიო ოკეანის დონე, მოხდება კატაკლიზმები. არსებობს იგივე ოზონის შრის პრობლემა, მსოფლიო ოკეანის დონის ცვალებადობის მცირედი ნიშნულიც. საქართველოშიც შავი ზღვის სანაპირო ზოლი ინტენსიურ დაძირვას განიცდის. ეს გულისხმობს წყლის შემოტევას ხმელეთზე, ასევე მყინვარები საშუალოდ 12-15 მეტრით იხევენ.- ამ პრობლემის გადასაჭრელად, განვითარებულ ქვეყნებში, დიდი თანხა იხარჯება, იქმნება პროექტები. აქედან გამომდინარე, უფრო უკეთესად უნდა იყოს საქმე, მაგრამ მთალად ასეც არაა. ამ ქვეყნებში დღეს უკვე ქარხნების მიერ გამოყოფილი მავნე აირების გაწმენდა შესაძლებელია. უკვე არსებობს ტექნოლოგიები. რაც შესაძლებლობას იძლევა, არ გამოიყოფოდეს საშიში, მჭვარტლიანი აირები, გასუფთავებული გამონაბოლქვი ჩვეულებრივი ღრუბლის ფენის სახით ავიდეს ცაში და აღარ დააბინძურდეს ატმოსფერო. განვითარებადი ქვეყნები ჩამორჩებიან ამ საკითხთან ბრძოლაში. ბევრ ქვეყნაში წინა პლანზე არ არის ეკოლოგიური პრობლემები წამოწეული, უმთავრესი მაინც სარჩო-საბადებლის მოპოვებაზე ზრუნვაა. სხვადასხვა მეცნიერების დასკვნა ემყარება შეხედულებას, რომ ღარიბი ქვეყნებისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ეკოლოგიურად სუფთა და შედარებით იაფფასიანი ენერგია. გლობალური დათბობის შეჩერება მხოლოდ მწვანე მცენარეებს შეუძლიათ, რადგან ისინი შთანთქავს ნახშირორჟანგს და გამოყოფს ჟანგბადს. მიუხედავად ასეთი საჭიროებისა, ადამიანები ვერ აცნობიერებენ მოსალოდნელ საფრთხეს და კვლავ მიმდინარეობს ტყეების მასობრივი გაჩეხვა-განადგურება, რის შედეგადაც დედამიწამ ბოლო 30 წლის განმავლობაში თავისი ტყეების ნახევარი დაკარგა. ჩვენი პლანეტა ყოველწლიურად 12 მილიონ ჰექტარ ტყეს კარგავს, რაც თითქმის ინგლისის ფართობს უტოლდება. ყურადღება უნდა მიექცეს გამწვანებას, აიკრძალოს ხე-ტყის უკანონოდ ჩეხვა. პრობლემის გადაჭრის გზების ძიებამ მსოფლიო ერთ მუშტად უნდა შეკრას. მხოლოდ ამის შემდგომ მოევლება საკითხის სიმწვავეს. 


რაც მარტის თვე დაიწყო მას შემდეგ ვწერ რომ ძალიან მიყვარს ეს თვეე 3 და 8 მარტი დღესასწაულია თუმცა მთავარი მიზეზი მაინც ისაა რომ მე ამ თვეში დავიბადე ..16 მარტი ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებული დღეაა.. დღეს რომ მივედი სკოლაში ჩემმა კლასელებმა მომცეს ვიდეო , მე მეგონა რომელიმე გაკვეთილს ეხებოდა …. სახლში როდესაც  მოვედიი კომპიუტერში გავხსენი დაა დავინახეეე…………….. ძალიან გამიხარდაა!  დამხვდა ჩემი სკოლის დირექტორის,სასწავლონაწილის,დამრიგებლის,კლასელების მოლოცვები…. დიდი მადლობა ყველას ძალიან მიყვარხართ…!! ჩემთვის ეს ვიდეო ძალიან ძვირფასია….

Tag Cloud

Follow

Get every new post delivered to your Inbox.