ბლოგი ეკოლოგიის შესახებ

თვითმმართველი ქალაქი, ქვემო ქართლის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი 1948 წლის 19 იანვრიდან. მდებარეობს ქვემო ქართლის ვაკეზე, მდინარე მტკვრის ორივე ნაპირას, ზღვის დონიდან 370 მ სიმაღლეზე. რუსთავი თბილისის აგლომერაციაში მყოფი ქალაქებიდან უდიდესია. თბილისსა და რუსთავს შორის უმოკლესი მანძილია 7,66 კილომეტრი. ქალაქის ტერიტორია 60 კვ. კმ-ს შეადგენს, მოსახლეობა 138 ათასი. რუსთავი საქართველოს უმთავრესი სამრეწველო ქალაქია თბილისის შემდეგ.
რუსთავის ისტორიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა IV საუკუნის მეორე ნახევრიდან. ამ დროს ჩნდება ქალაქის ვრცელი და ინტენსიური უბნები, რომლებიც ქალაქის ციხეს ეკვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ად სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან. ისტორიული წყაროები, ქართლის ცხოვრება[4], მოქცევაჲ ქართლისაჲ[5] და სხვა, რუსთავში ახალი მშენებლობის წამოწყებას უკავშირებენ ქართლის მეფის, თრდატ რევის ძის სახელს. თრდატ რევის ძე ქართლის სამეფო ტახტზე ასვლამდე განაგებდა კუხეთს და იწოდებოდა კუხეთისა და რუსთავის ერისთავად.
IV საუკუნის შუა წლებიდან რუსთავი იქცა რევიანთა რეზიდენციად, უფლისწულთა ქალაქად ანუ ვოსტან ქალაქად. „ვოსტან“ ირანული წარმოშობის სიტყვა და უფლისწულისთვის გამოყოფილ მამულს ნიშნავს. რუსთავს ვოსტან-ქალაქი ანუ ბოსტან-ქალაქი მთელი ადრეული შუა საუკუნეების მანძილზე ერქვა. IV საუკუნის ბოლო მეოთხედში უკვე გამეფებულმა თრდატ რევის ძემ, ბოსტან-ქალაქში მტკვრიდან ყარაიას ველებამდე გაიყვანა სარწყავი არხი, ანუ რუ.
სწორედ ამ არხიდან მიიღო ქალაქმა მეორე სახელწოდება — რუსთავი, ანუ რუს, სარწყავი არხის სათავე. ამ სახელს ქალაქი ვოსტან-ქალაქის პარალელურად VI საუკუნიდან ატარებდა. IX საუკუნიდან კი რუსთავი რევიანთა საუფლისწულო ქალაქი აღარ არის და ამიტომ მას რჩება მხოლოდ სახელი რუსთავი. გვიან შუა საუკუნეებში რუსთავს წერილობითი წყაროები უწოდებენ ნაგებს. ეს სიტყვა შეიძლება ორნაირად განვმარტოთ:რუსთავი აშენებულია უნაყოფო სტეპის ტერიტორიაზე. ახალი რუსთავი (მარჯვენა სანაპირო) შედარებით მშრალი და ცხელია, ვიდრე ძველი. ძველი და ახალი რუსთავი ერთმანეთისგან დაშორებულია 1 კმ-თი. მათ შორის, მტკვრის სანაპიროზე არის რუსთავის ტყე, რომელიც ამჟამად კულტურისა და დასვენების პარკის ნაწილია. პარკში მდებარეობს ხელოვნურად შექმნილი ტბა.

Comments on: "რუსთავის ისტორია" (5)

  1. bostan qalaqi es saxelic momwons me :)))

  2. მაგრამ რუსთავი სჯობს :))))

  3. NinucaElectro said:

    I Love RUSTAVI! აიი ძაან მიყვარს ეს ქალაქი..! მთელი ჩემი არსებით! მიუხედავად იმისა რომ არ ვარ რუსთაველი..! :***

  4. გაიხარეე !

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Tag Cloud

%d bloggers like this: