ბლოგი ეკოლოგიის შესახებ

რუსთავთან ახლოს, იაღლუჯის მთაზე მდებარე ნაგავსაყრელი, რომელიც 1985 წლიდან არსებობდა, გუშინ საბოლოოდ დაიხურა. დახურვის პროცესს საქართველოს რეგიონალური განითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ქვემო ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით კირკიტაძესთან და ქალაქის მერთან მამუკა ჩიქოვანთან ერთად პირადად დაესწრო. აღნიშნულ ნაგავსაყრელზე ნარჩენები არამარტო რუსთავიდან, არამედ დედაქალაქიდანაც შემოჰქონდათ. ნაგავსაყრელმა მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემები გამოიწვია. ნაგვის უტილიზაციისას გამოყოფილი აირების მოქმედებით მიმდებარე ტერიტორიაზე ნიადაგი დაიძრა, ხოლო მავნე ნივთიერებები და წვის შედეგად წარმოქმნილი გამონაბოლქვი, რომელიც ქარის საშუალებით ქალაქამდე აღწევდა, წლების განმავლობაში აწუხებდა რუსთავის მოსახლეობას. დავით კირკიტაძის თქმით ნაგავსაყრელი 25 წლის განმავლობაში წამლავდა რუსთავის მოსახლეობას და საფრთხეს უქმნიდა მათ ჯანმრთელობას „მინდა მივულოცო რუსთაველებს, ეს პრობლემა მათ აღარ შეაწუხებს“– განაცხადა მან. ქალაქის მერის მამუკა ჩიქოვანის თქმით კი ამ პრობლემის მოგვარება მნიშვნელვანია, რადგან რუსთავი გამწვნებულ და კომფორტულ საცხოვრებელ ქალაქად უნდა იქცეს. ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად უსაფრთხო ნაგავსაყრელი რუსთავთან ახლოს, 15 კმ–ის დაშორებით აშენდება.ამ კარგ ინფორმაციასთან ერთად მინდა გითხრათ რომ ,როდესაც პირადად ვართმევდი ინტერვიუს დავით კირკიტაძეს მან ერთი საიდუმლო გაუმხილა ჩემს ბლოგს… რომ გაზაფხულიდან იწყება იალღუჯის მთის გამწვანება და დამპირდა რომ ეს ყველაფერი მოხდება ჩემს ბლოგთან ერთად..რუსთავის მოსახლეობას მინდა უთხრა რომ რუსთავი სულ მალე ერთ-ერთი გამწვანებული ქალაქი იქნება .ეს ყველაფერი ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ…!

Comments on: "რუსთავის ნაგავსაყრელი…" (4)

  1. ნინო said:

    თამო უკვე ექსკლუზივი აქვს შენს ბლოგს..: ))) ყოჩაღ …

  2. კი ნინი ეს იმფორმაცია ჩემს ბლოგს გაუმხილა ბატომა დათოომ…

  3. eg dzaan magaria .. tu gamwvandeba ialgujis mtaaa upro galamazdeba rustavi.

  4. miyvars rustavi da kide upro miyvars es blogii… !! :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Tag Cloud

%d bloggers like this: