ბლოგი ეკოლოგიის შესახებ

ეს უნდა წაიკითხოთ…

…..ეწვიე მწვერვალებს და ყური მიუგდე მათ ჩურჩულს. ბუნების სიმშვიდე ჩაიღვრება შენში, ვითარცა სხივთა ნაკადი ხეში. ქარნი შთაგბერენ საკუთარ სიხალასეს და ელჭექნი ძალას თვისას, ხოლო თანმოყოლილი დარდი და ჭმუნვა შემოგეძარცვება შემოდგომის ფოთოლთა დარად***წყლის დარად იყავ ლბილიც და მძლავრიც. იყავი საკმაოდ ლბილი, რათა მისდიო ბუნების ბილიკებს, და საკმაოდ მძლავრი, რათა აღსდგე და შეცვალო სამყარო…..****სიცოცხლის საუკეთესო გამოვლინებანი აქვეა, შენს ირგვლივ: სუნთქვა შენს ნესტოებში, სინათლე შენს თვალებში, ყვავილნი შენს ფერხთით, მოვალეობა შენს ხელთ, უფლების ბილიკი შენს წინ. მაშ ნუ ეპოტინები ვარსკვლავებს, არამედ აკეთე შენი საკეთებელი იმ რწმენით, რომ ცხოვრებაში უტკბილესია ცისმარე საქმე და ცისმარე პური****ყველა იზიარებს მეგობრის მარცხს, მაგრამ მხოლოდ დიდბუნებოვანს ძალუძს გაიზიაროს მეგობრის წარმატება****ბუნების ჭეშმარიტი დამცველი ის არის, ვინც ხვდება, რომ ეს ქვეყანა მამებმა კი არ გადმოგვცეს, არამედ შვილთაგან გვაქვს ნათხოვარი***მშვენიერება ბუნებაშია და მრავალგვარად აისახება რეალობაში, ხოლო ერთხელაც აღმოჩნდება, რომ იგი ხელოვნების კუთვნილებაა, უფრო ზუსტად – ხელოვნისა, რომელმაც მიაგნო მას****თუ კაცი ყოველი დღის ნახევარს ტყეში ყოფნასა და მის მოსიყვარულებაზე დახარჯავს, უსაქმურის სახელს დაიმკვიდრებს, ხოლო თუკი იგი, როგორც საქმოსანი, გაკაფავს ტყესა და გაატიტვლებს მიწას – შრომისმოყვარე და მეწარმე მოქალაქედ ჩაითვლება****რაც უფრო ვძარცვავთ ბუნებას, მით უფრო მცირდება ჩვენი არჩევანი, სანამ არ დაგვრჩება ერთადერთი – ბრძოლა გადარჩენისათვის****შეისწავლე ბუნება, გიყვარდეს ბუნება, იყავ ბუნებასთან ნიადაგ ახლოს და იგი არასოდეს გაგიცრუებს იმედს****ბუნება უფრო გასწავლის, ვიდრე გმოძღვრავს. ქვებში ქადაგებას ნუ ეძიებ. მათგან უმალ ნაპერწკალს მიიღებ, ვიდრე მორალს….!!!

 

Comments on: "გჯეროდეთ, რომ ერთაზრად შემართულ მოქალაქეთა მცირე ჯგუფს ძალუძს შეცვალოს ქვეყნიერება…!!!!" (5)

  1. ნინიკო said:

    ვაიმე ვაიმეეე ცუდად გავხდი მაგარი პოსტიაა… !

  2. dzalain sainteresoa.

  3. dzalian kargiaa…momwons sheni blogis axali vizuali …

  4. Ra lamazi sityvebiaa.. .. tamo blogis axali vizuali momwonss kargiaa :**

  5. მადლობაა.. : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Tag Cloud

%d bloggers like this: