ბლოგი ეკოლოგიის შესახებ

წყლის მთავარი არტერია მდინარე მტკვარი ქალაქის ცენტრში, მტკვრის მარცხენა ნაპირთან იწყება გარდაბნის არხი, რომელიც ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით ათასობით სექტარს რწყავს. მდინარის გასწვრივ შემორჩენილი ჭალის ტყის კორომები ქალაქის გამწვანების ზოლს ქმნის, ნაწილი ჩართულია კულტურისა და დასვენების პარკში. პარკში მდებარეობს ხელოვნურად შექმნილი ტბა.

რუსთავის ტყე -პარკი შეიქმნა მდინარე მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროზე არსებულ ბუნებრივი  ჭალის ტყის ტერიტორიაზე და უკავია 1028 ჰა.

რუსთავის ტყე-პარკში გავრცელებული სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები, როგორიცაა: ფერხვი, ფშატი,ჭაღის მუხა, თუთა, აკაცია, ტირიფი, ნეკერცხალი.  ხვიარა მცენარეები: სური, ღიჭი, დვედეცადა სხვა.გარეული ნადირ-ფრინველებიდან გვხვდება: ხოხობი, შაშვი, გარეული კატა, მელა, ტურა და ჭალის ფოცხვერი მცირე რაოდენიბით.

ქალაქში ფუნქციონირებდა  სანერგე მეურნეობა, რომელიც მოქმედებს  1959 წლიდან და უკავია 7 ჰა. სანერგე მეურნეობის მთავარი აგრონომია ქალბატონი-ზაირა გოგოლაძე. მეურნეობაში გამოყავთ ისეთი მცენარეები, როგორიცაა ქაღალდის ხე, ტუია, ფიჭვები, ბუჩქი დეცია, პრეზინდეტი, პალმა, ირმის რქა, ლაგუსტრუმის ბუჩქი, კვიპაროსი.

ტყე ბიოსფეროს ეკოლოგიური წარმოშობის ერთ-ერთი ფაქტორია. იგი მზის ენერგიის დიდი აკუმულატორი და ბიოლოგიური მასის ჟანგბადის ერთ-ერთი წარმოქმნელია, რაც რა თქმა უნდა გაფრთხილებასა და მოვლას საჭიროებს ჩვენი მხრიდან.

რუსთავში ასევე ხარობს წიწვოვანი ხეები, რომელთა წიწვები მდიდარია C ვიტამინით, განსაკუთრებით ზამთარში.

Comments on: "ეკოსისტემა" (2)

  1. გიო said:

    ase rom rustavshic aris ragac kargi :D:D

  2. რათქმაუნდა !!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Tag Cloud

%d bloggers like this: