ბლოგი ეკოლოგიის შესახებ

იცოდიით ?

რიგით რუსთაველს რომ ჰკითხოთ, საბჭოთა პერიოდთან შედარებით, დღეს, რუსთავის ატმოსფერული ჰაერი გაცილებით სუფთაა, რადგან საწარმოები უწინდელი დატვირთვით აღარ მუშაობენ. თუმცა სპეციალისტები სხვაგვარად ფიქრობენ. როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რუსთავის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე არანაკლებ გავლენას, აზოტისა და ცემენტის ქარხნებთან ერთად, თუ მეტად არა, თბილისის ნაგავსაყრელი წარმოადგენს.

ეს ნაგავსაყრელი რუსთავის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქის ყველაზე განაპირა დასახლებული ადგილიდან 2 კილომეტრით არის დაშორებული და 5 ჰექტარი მიწის ფართობი უკავია. აქ ნაგავს თბილისის რამდენიმე რაიონიდან 1985 წლიდან ეზიდებიან.
აი რა წერია სპეციალისტების მიერ ნაგავსაყრელის შესწავლის შედეგად მიღებულ დასკვნაში, რომელიც რუსთავის მთავარმა არქიტექტორმა კობა ძლიერიშვილმა გაგვაცნო.
„არ ხდება ნარჩენების კომპოსტირება, დატკეპნა დანოტივება, სადეიზოლაციო თიხის ფენის დაფარვა. რის შედეგადაც ხდება ნარჩენების თვით აალება და წარმოიქმნება ტოქსიკური ორგანული ნაერთი დიოქსინ-ფურანები. თვითაალების შედეგად წარმოქმნილი ბოლი გადაადგილდება რუსთავის მიმართულებით, რაც იწვევს ქალაქის დაბინძურებას“.
რუსთავის მერიამ ნაგავსაყრელის გადატანის საკითხი არაერთხელ დასვა თბილისის ხელისუფლების წინაშე, პრობლემა საქართველოს მთავრობის დონეზეც იხილებოდა. ეძებდნენ ინვესტორსაც, რომელიც ქალაქიდან მოშორებით და უსაფრთხო ადგილზე, ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობას დააფინანსებდა. და აი, ეს მცდელობა ბოლოს და ბოლოს შედეგით დასრულდა.„ბრიტანულმა კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმმა“ გარდაბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიძინა მიწის ნაკვეთი და ის რუსთავს გადასცა, რათა იქ ავაშენოთ ახალი, თანამედროვე ნაგავსაყრელი, რომელიც რუსთავის გარდა, „ბრითიშ პეტროლიუმსაც“ მოემსახურება.

Comments on: "იცოდიით ?" (5)

  1. რა მაგარია ! არა თამო არ ვიცოდი მე😉

  2. მარინა მაჭარაშვილი said:

    ჩემო თამუნა რა კარგი გოგო ხარ ძალიან მოგვწონს შენი ბლოგი შენგან ველით კიდევ სხვა აქტივობებს.. ყველას ძალიან გულშემატკივრობთ და მინდა რომ კიდევ პირველზე გიხილოოთ.. შენი მარინა მასწავლებელი !

  3. დიდი მადლობა.. ჩემი ერთგული მკითხველი :))

  4. kii namdvilad vicodi….rustavis marjvena sanapiros shedarebit msubuqad gvazianebda rac sheexeba marcxena sanapiros iq autaneli suni idga rac namdvilad cudad aisaxeboda rogorc ekologiaze aseve adamiata janmrtelobaze….madlobt rom am problemas miubrundi

  5. aaaar vicodiiiiiiii… aaaaaaaaa ra magariaa gamixarda martla ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Tag Cloud

%d bloggers like this: