ბლოგი ეკოლოგიის შესახებ

გლობალური დათბობა, ბოლო პერიოდში, საყოველთაოდ ცნობილი ტერმინი გახდა. ეს საკითხი, მართლაც, აქტუალურია. ბოლო 40 წლის განმავლობაში ამ თემამ წინა პლანზე წამოიწია. ცოცხალ ორგანიზმთა სუნთქვისა და საწვავის წვის შედეგად ატმოსფეროში ნახშირორჟანგი გამოიყოფა. ნახშირორჟანგი, მეთანი, აზოტის ჟანგეულები, წყლის ორთქლი და ზოგიერთი სხვა გაზი ატმოსფეროში დაგროვებისას ისეთივე როლს თამაშობს, რასაც სათბურში მინა: ისინი დაუბრკოლებლად ატარებენ სინათლის სხივებს, რომელთაც დედამიწა შთანთქავს, მაგრამ არ ატარებენ დედამიწის მიერ გამოსხივებულ სითბოს. ამ მოვლენას, „სათბურის ეფექტიუწოდეს. „სათბურის ეფექტისგამო დედამიწის საშუალო წლიური ტემპერატურა 0,3-0,6 გრადუსით გაიზარდა. მეცნიერების ვარაუდით, მოსალოდნელია მისი შემდგომი მატება. ეს მოვლენა გლობალური დათბობის სახელით არის ცნობილი.რეალურად საქმე გვაქვს მზის აქტივობასთან, ეს ბუნებრივი მოვლენაა. გლობალურ დათბობაზე ყველაზე მეტად რეაგირებს მყინვარები. ეს კი განაპირობებს მყინვარების უკან დახევას და სხვა ბევრ თანამდევ მოვლენას. ძველად, საქართველოსა და სხვა ქვეყნების მყინვარებს საკმაოდ დიდი ფართობი ეჭირათ, მაგრამ დღეს ზოგიერთი მათგანი საერთოდ აღარ არსებობს. ჩვენ, გეოგრაფიის ინსტიტუტი და გეოგრაფები, ვმუშაობთ საქართველოს მყინვარების შესწავლაზე. ასევე მუშაობდა ინტასის საერთაშორისო პროექტი, რომელიც სწავლობდა კავკასიონისა და ევროპის მყინვარების მდგომარეობას, როგორ რეაგირებენ ისინი გლობალური დათბობის ფონზე. არსებობს საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი პროექტი, რომელიც ახლაც მიმდინარეობს რაჭაში და სულ მალე დასრულდება. კვლევები ცხადყოფს, რომ მყინვარები მართლაც უკან იხევს. მდგომარეობა რთულია, რადგან წყლის რესურსები მცირდება. საქართველოში, ამ საკითხის კვლევების ფონზე, გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ ძალიან დიდი კატასტროფა გველის. გადაჭარბებული ნათქვამია ისიც, რომ მალე მდინარეები ადიდდება, ერთბაშად აიწევს მსოფლიო ოკეანის დონე, მოხდება კატაკლიზმები. არსებობს იგივე ოზონის შრის პრობლემა, მსოფლიო ოკეანის დონის ცვალებადობის მცირედი ნიშნულიც. საქართველოშიც შავი ზღვის სანაპირო ზოლი ინტენსიურ დაძირვას განიცდის. ეს გულისხმობს წყლის შემოტევას ხმელეთზე, ასევე მყინვარები საშუალოდ 12-15 მეტრით იხევენ.- ამ პრობლემის გადასაჭრელად, განვითარებულ ქვეყნებში, დიდი თანხა იხარჯება, იქმნება პროექტები. აქედან გამომდინარე, უფრო უკეთესად უნდა იყოს საქმე, მაგრამ მთალად ასეც არაა. ამ ქვეყნებში დღეს უკვე ქარხნების მიერ გამოყოფილი მავნე აირების გაწმენდა შესაძლებელია. უკვე არსებობს ტექნოლოგიები. რაც შესაძლებლობას იძლევა, არ გამოიყოფოდეს საშიში, მჭვარტლიანი აირები, გასუფთავებული გამონაბოლქვი ჩვეულებრივი ღრუბლის ფენის სახით ავიდეს ცაში და აღარ დააბინძურდეს ატმოსფერო. განვითარებადი ქვეყნები ჩამორჩებიან ამ საკითხთან ბრძოლაში. ბევრ ქვეყნაში წინა პლანზე არ არის ეკოლოგიური პრობლემები წამოწეული, უმთავრესი მაინც სარჩოსაბადებლის მოპოვებაზე ზრუნვაა. სხვადასხვა მეცნიერების დასკვნა ემყარება შეხედულებას, რომ ღარიბი ქვეყნებისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ეკოლოგიურად სუფთა და შედარებით იაფფასიანი ენერგია. გლობალური დათბობის შეჩერება მხოლოდ მწვანე მცენარეებს შეუძლიათ, რადგან ისინი შთანთქავს ნახშირორჟანგს და გამოყოფს ჟანგბადს. მიუხედავად ასეთი საჭიროებისა, ადამიანები ვერ აცნობიერებენ მოსალოდნელ საფრთხეს და კვლავ მიმდინარეობს ტყეების მასობრივი გაჩეხვაგანადგურება, რის შედეგადაც დედამიწამ ბოლო 30 წლის განმავლობაში თავისი ტყეების ნახევარი დაკარგა. ჩვენი პლანეტა ყოველწლიურად 12 მილიონ ჰექტარ ტყეს კარგავს, რაც თითქმის ინგლისის ფართობს უტოლდება. ყურადღება უნდა მიექცეს გამწვანებას, აიკრძალოს ხეტყის უკანონოდ ჩეხვა. პრობლემის გადაჭრის გზების ძიებამ მსოფლიო ერთ მუშტად უნდა შეკრას. მხოლოდ ამის შემდგომ მოევლება საკითხის სიმწვავეს. 


Comments on: "სიმწვანე – ერთადერთი იარაღი გლობალური დათბობის წინააღმდეგ" (3)

  1. simwvane tu gadagvarcxhens chven…

  2. მართალი ხარ ნინი ! სიმწვანეეეეეეეეეე !!!!

  3. მაკა said:

    მომწონს…მომწონს… აქ ყველაფერი…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Tag Cloud

%d bloggers like this: