ბლოგი ეკოლოგიის შესახებ

როგორც იქნა, თავისუფლდება ჩვენი ქალაქი „მკვდარი, ერთფეროვანი ქალაქის“ იარლიყისაგან, რომელსაც ათეული წლის განმავლობაში მოთმინებით ირგებდა. ქალაქმა, რომელიც წლების წინ ადამიანებისთვის დეპრესიასთან ასოცირდებოდა, საქართველოს პრეზიდენტიც სასიამოვნოდ გააოცა. მის მიერ წარმოთქმული სიტყვები “როგორ იცვლება და ლამაზდება რუსთავი“ თითოეული რუსთაველის გულს ალბათ მალამოდ ედება. ნარინჯისფერი ქურთუკებით შემოსილი ადამიანები, გადათხრილი გზები, სხვადასხვა ტექნიკა…ეს ყველაფერი ქალაქის სხვადასხვა უბანში ყოველდღიურად გვხდება, წვიმასა თუ ქარში.. მაგრამ უკვე ყველა ხვდება, რაღაც კი არ გაფუჭდა, არამედ კეთდება..სულ უფრო იშვიათად გაისმის უკმაყოფილო ადამიანთა ხმამაღლა ნათქვამი რეპლიკა „ამ ქალაქს ხომ პატრონი არ ყავს“… ამ ქალაქს რომ პატრონი ჰყავს, ამას ალბათ ყველაზე პესიმისტურად განწყობილი რუსთაველიც კი აცნობიერებს…..

რუსთავის ხელმძღვანელობამ როგორც იქნა გარემოსაც დაუთმო ყურადღება და ისინი ამბობენ რომ: – ჩვენ ვცდილობთ მივაღწიოთ იმას, რომ რუსთავი ვაქციოთ მწვანე ქალაქად. ყველამ ვიცით, რომ ქალაქი ამ მხრივ სერიოზულ პრობლემებს განიცდიდა. წინა კვირაში ჩავატარეთ გამწვანების აქცია „გააუმჯობესე შენი გარემო“, რომლის ფარგლებში 100– მდე სხვადასხვა ჯიშის ნერგი დაირგო რუსთავში. მსგავსი აქციები პერმანენტული ხასიათის იქნება. თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ძალისხმევით უნდა მივაღწიოთ იმას, რომ რუსთავს ყველაზე მწვანე ქალაქის იმიჯი შევუქმნათ. ცხადია, ბორჯომს ბუნებრივი გარემო პირობებიდან გამომდინარე ვერ შევეჯიბრებით, მაგრამ ხელოვნურად გაშენებული პარკები, გაზონები და სკვერები მნიშვნელოვნად გაალამაზებს . ქალაქის გარკვეულ ნაწილზე ჩვენ მოვახერხეთ სარწყავი სისტემის აღდგენა, თუმცა ეს მცირედია. სრულ აღდგენას დიდი ინვესტიციები სჭირდება და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ქალაქს ჰქონდეს სარწყავი სისტემა. ეს აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ რუსთავი გახდეს ერთ–ერთი ყველაზე მოვლილი და გამწვანებული ქალაქი. 

Comments on: "“რუსთავს ყველაზე მწვანე ქალაქის იმიჯი შევუქმნათ”" (6)

  1. მალამაზდარუსთავი: )) იმედია უფრო გალამაზდება : ))

  2. ძალიან მომწონს ეს ბლოგი. წარმატებებს გისურვებთ !!!რუსთავს კი უფრო გამწვანებას , სიცოცხლეს და სილამაზეს ვუსურვებ !

  3. დიდი მადლობაა..:)რუსთავს მართლა ჭირდება გამწვანებაა :)))

  4. tengo kekenadze said:

    zaan karg temaze msjelobt..survili makvs tqventan kavshiris..tu gindat rom ixilot lamazi subtropikuli bagi rustavshi damikavshirdit da chems mier gashenebul maradmcvane bags ganaxebt..kargi ikneba tu igive jishis mcenareebi qalaqshis dairgveba

  5. დიდი სიამოვნებით..იქნებ თქვენი მისამართი და ტელეფონის ნომერი მომწეროოთ tamuna.kobaxidze@gmail.com და ვინახულობთ

  6. “მწვანე გამოწვევა რუსთავის საზოგადოებას”

    პროექტი შეიქმნა კავშირი `ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის” ინიციატივით და დაფინანსებულია USAID_ის მიერ.

    პროექტის მიზნებია:
    • ერთჯერადი მოხმარების ცელოფნის პარკებზე გადასახადის დაწესება, რომელიც ხელს შეუწყობს მისი მოხმარების შემცირებას.
    • ქ.რუსთავის მოსახლეობის ინფორმირება ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით, მათი ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვით საკითხებზე.

    შედეგად:
    • შემცირდება ქალაქში პოლიეთილენის პარკების მოხმარება.
    • მასიურ ხმარებაში შემოვა მრავალჯერადი მოხმარების ეკო-ჩანთები, რომელიც შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ქალაქის ბრენდად.
    • ხელს შევუწყობთ ქალაქში ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ჩამოყალიბებას.
    • მოვახდენთ ქ.რუსთავში მწვანე ქალაქის იდეის ფორმირებასა და პოპულარიზაციას.
    • ბიძგს მივცემთ მთელი ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული პრობლემით დაინტერესებას.
    შემოგვიერთდით და ერთად გავამწვანოთ რუსთავი!
    http://www.facebook.com/profile.php?id=100002279321372

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Tag Cloud

%d bloggers like this: