ბლოგი ეკოლოგიის შესახებ

დღეს ქალაქ რუსთავის ევრო სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის სამშენებლო სამუშაოების გახსნის ცერემონია გაიმართა. ცერემონიას, რომელსაც აღნიშნული მშენებლობის მწარმოებელი თურქული კომპანია „GOKSIN“- მასპინძლობდა, მხარისა და ქალაქის პირველი პირები, საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე, თურქეთის ელჩი საქართველოში ლევენტ მურატ ბურჰანი და პროექტში მონაწილე და პარტნიორი ორგანიზაციებისა და კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მშენებლობის გახსნის სიმბოლური ცერემონიის დაწყებამდე, მოწვეულთა წინაშე სიტყვით, ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე წარსდგა. როგორც მან აღნიშნა, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთის მხრივ აშენდება ევრო სტანდარტების შესაბამისი, კომფორტული ნაგავსაყრელი და მეორეს მხრივ, აღარ იარსებებს გარემოს დაბინძურების საფრთხე. „დღეს მნიშვნელოვანი მშენებლობის დაწყების მომსწრენი ვართ, მოხარული ვარ, რომ მოკლე ხანში, რუსთავსა და გარდაბანს თანამედროვე ნაგავსაყრელი ექნება. ჩვენმა პარტნიორებმა: „ბრიტიშ პეტროლიუმმა“ და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დიდი წვლილი შეიტანეს პროექტის განხორციელებაში, რაზეც მადლობა მინდა გადავუხადო, ვიმედოვნებ, სექტემბერიდან მოსახლეობას უკვე შეეძლება ახალი ნაგავსაყრელით სარგებლობა“– განაცხადა მან. სიტყვით გამოვიდა თურქეთის ელჩი საქართველოში ლევენტ მურატ ბურჰანიც, მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და თურქული პროექტები საქართველოში მომავალშიც გაგრძელდება. ხოლო კომპანია GOKSIN პროექტების მენეჯერმა ეფთალ კოკლუმ მოკლედ ისაუბრა კომპანიის ისტორიასა და გამოცდილებაზე და სტუმრებს დეტალურად გააცნო პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები. ახალი ევრო სატნადრტების შესაბამისი ნაგავსაყრელი „ქალაქ რუსთავის მყარი ნარჩენების მართვის პროექტის ფარგლებში“ აშენდება და მყარი ნარჩენების მართვის გაუმჯობესებას, ნარჩენების გადამუშავებასა და დახარისხებას გარემოზე მავნე ზემოქმედებისა და ეკოლოგიური დაბინძურების გარეშე უზრუნველყოფს.

Comments on: "როგორც იქნა გაიხსნააააა :))" (1)

  1. ra magaria gamixarda dzaan !

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Tag Cloud

%d bloggers like this: